პრომო–საიტის დამზადება
პრომო საიტი ძირითადად გამოიყენება კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების დროებითი ან ხანგრძლივი ხასიათის რეკლამისთვის, თუმცა ასევე შეიძლება შეიქმნას კომპანიის კორპორატიული იმიჯის ჩამოყალიბებისა და განმტკიცების მიზნით. შემუშავების დაბალი ღირებულება, მარტივი და გასაგები სანავიგაციო მენიუ, ეფექტური დიზაინი, პრომო საიტს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის მცირე ბიზნესისათვის.

ძირითადი მახასიათებლები:
  • შაბლონური დიზაინი
  • ინფორმაცია კომპანიისა და მომსახურების შესახებ
  • მოხერხებული ნავიგაცია
  • გვერდების მაქსიმალური რაოდენობა – 5
შესრულება - 10 დღეში
 
სტატიკური საიტის დამზადება
სტატიკური საიტი მიზანმიმართულია კომპანიის კორპორატიული იმიჯის ჩამოყალიბებისა და განმტკიცების მიზნით, ასევე ახალი პროდუქტის გაცნობის მიზნით. სტატიკური საიტი განკუთვნილია მცირე კომპანიებისთვის, ასევე პირადი ვებ–გვერდების შესაქმნელად. როგორც წესი სტატიკური საიტი შედგება მცირე რაოდენობის გვერდებისაგან, აქვს მარტივი და გასაგები სანავიგაციო მენიუ და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დიზაინს.

ძირითადი მახასიათებლები:
  • ორიგინალური დიზაინი
  • მოხერხებული ნავიგაცია
  • მრავალენოვანი ინტერფეისი
  • ანიმაციური Flash-რგოლები
გვერდების მაქსიმალური რაოდენობა – 20
 
დინამიური საიტის დამზადება
დინამიური საიტი ჩამოთვლილთაგან ყველაზე დახვეწილია – საიტის მართვის სისტემით აღჭურვილობის საფუძველზე. აღნიშნული სისტემა საშუალებას იძლევა პროგრამისტთა ჩარევის გარეშე მოხდეს ვებ–გვერდის განახლება, სიახლეებისა და სტატიების შეტანა თუ ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. დინამიურ საიტში გათვალისწინებულია ინფორმაციის მართვისათვის დიფერენცირებული დაშვების შესაძლებლობა, ანუ საიტის სხვადასხვა განყოფილებების ინფორმაციული განახლების უფლება შეიძლება გადაუნაწილდეს ორგანიზაციის სხვადასხვა განყოფილებებსა და, შესაბამისად სხვადასხვა თანამშრომლებს. აგრეთვე, შესაძლებელია ისეთი მოდულების მართვა, როგორიცაა გამოკითხვა, უკუკავშირის ფორმების შექმნა, ახალი ამბების ხელმომწერებისათვის დაგზავნა, სხვადასხვა ფუნქციონალური ბლოკების განლაგების მართვა და სხვა.

ძირითადი მახასიათებლები:
  • ორიგინალური დიზაინი
  • საიტის მართვის სისტემა (გვერდების, ტექსტების, სურათების და სხვა მასალის დამატების საშუალება)
  • მომხმარებელთა რეგისტრაცია
  • მრავალენოვანი ინტერფეისი
  • ანიმაციური Flash-რგოლები
  • გვერდების რაოდენობა – შეუზღუდავი
შესრულება - 30 დღეში
Email: info@happy.ge

ტელ.: 37-32-21, 77-22-22