რატომ უნდა გვქონდეს ვებ–გვერდი?
ვებ გვერდი ეს არის ეფექტური მარკეტინგული იარაღი, რომელიც მუშაობს 24 საათის განმავლობაში, უზარმაზარი მასშტაბით. ინტერნეტის სარეკლამო აუდიტორია ტოლია ტრადიციული მედიის საშუალებების აუდიტორიისა (დღეს საქართველოში რეგისტრირებუია 450 000-ზე მეტი ინტერნეტის მომხმარებელი, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს რიცხვი დროთა განმავლობაში ძალიან სწრაფად იზრდება).

ვებ-გვერდის უპირატესობები:
 
ეფექტური ფორმატი
ვებ-გვერდი მომხმარებელს საშუალებას აძლევს კომპანიისგან მიიღოს ახალი ინფორმაცია 24 საათისა და კვირაში 7 დღის განმავლობაში. მხოლოდ ინტერნეტისთვის დამახასიათებელი ჰიპერტექსტისა და ინტერაქტიულობის გამოყენებით შესაძლებელია პოტენციურ კლიენტებზე მართლაც ეფექტური ზეგავლენის მოხდენა. არც ბეჭდური პროდუქცია, არც რადიო და არც ტელევიზია არ იძლევა ინფორმაციის ისეთი მოსახერხებელი და პრეზენტაბელური სახით გადაცემის საშუალებას, როგორც პროფესიონალების მიერ შესრულებული ვებ-გვერდი.
 
ინფორმაციის განახლების ოპერატიულობის შესაძლებლობა
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ გვერდზე ინფორმაციის მიწოდების ოპერატიულობა. პრაის ლისტი, ან ბეჭდურ გამოცემებში დაბეჭდილი სხვა ინფორმაცია, ასევე ტელევიზიითა და რადიოთი გაშუქებული შესაძლოა მოძველდეს პროდუქტის გამოშვების დროისთვის, რაც არ იძლევა სამიზნე აუდიტორიისთვის ე.წ. “მალფუჭებადი”, ინფორმაციის დროულად მიწოდების საშუალებას ტრადიციული მედიის მეშვეობით. ვებ გვერდზე ინფორმაციის განახლება არ საჭიროებს იმხელა დროს, რამდენსაც საბეჭდი მაკეტის, სტატიის ან სარეკლამო სატელევიზიო მასალის მომზადება. ასევე უფრო სწრაფია ქაღალდის დოკუმენტების დამზადებასა და გავრცელებასთან შედარებით. გარდა ამისა გვერდზე ტექსტთან ერთად შესაძლებელია გრაფიკული გამოსახულებების, აუდიო/ვიდეო მასალის და სხვა თვალსაჩინოებების ჩასმა.
 
შრომითი რესურსების ეკონომია
ცხადია ვებ გვერდის შექმნა დაკავშირებულია გარკვეულ დანახარჯებთან, მაგრამ ამავე დროს იგი იძლევა სხვა მიმართულებებით დანახარჯების შემცირების საშუალებას. ვებ-გვერდი კომპანიის თანამშრომლებს უზოგავს პოტენციური კლიენტებისთვის პარტნიორებისთვის, დილერებისთვის პროდუქციასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალების ახსნის დროს. საიტის ამომწურავი ინფორმაცია, განყოფილებები: FAQ, “კონფერენციები”, “სასარგებლო ინფორმაცია” ათავისუფლებს თანამშრომლებს ტელეფონით ტრივიალურ შეკითხვებზე პასუხის გაცემისგან, დიდი რაოდენობით ფაქსის მიღებისა და გაგზავნისგან. სწორი შექმნისა და მართვის პირობებში გვერდი ასევე იძლევა შეკვეთების მიღებასა და დამუშავებაზე მიმართული შრომითი რესურსების ეკონომიის საშუალებას.
 
პოტენციურ კლიენტებთან უკუკავშირის დამყარების შესაძლებლობა
გვერდი იძლევა სამიზნე აუდიტორიასთან უკუკავშირის შესაძლებლობას დროისა და მატერიალური რესურსების მინიმალური დანახარჯების ფარგლებში. უკუკავშირის, ანკეტირების, გამოკითხვების გვერდზე განთავსებული მექანიზმების გამოყენება იძლევა მომენტალურად და რაოდენობრივ მარკეტინგულ კვლევებზე ყოველგვარი დანახარჯების გარეშე კომენტარებისა და გამოხმაურებების, ახალი პროდუქცის/მომსახურების ტესტირების შედეგების მიღების, დაუსწრებელი კონსულტაციების ჩატარების, კომპანიის კლიენტების საჭიროებათა გამოკვლევის შესაძლებლობებს. გამოკითხვების, ინტერაქტიული ურთიერთობის და შემოსვლის სტატისტიკის შედეგები საშუალებას გაძლევთ მოახდინოთ გვერდის მუშაობის დროული კორექტირება და საიტის ინფორმაციული შევსების სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნებთან მაქსიმალურად მიახლოება.
 
კომუნიკაციების მართვის ყველაზე ეფექტური საშუალება
ვებ-გვერდი მნიშვნელოვნად ამცირებს დანახარჯებს და ოპტიმიზირებას უწევს შიდა კომუნიკაციებს. ზოგჯერ ხდება, რომ საჭიროა გარკვეული ინფორმაციის გაცნობა გარკვეული რაოდენობის თანამშრომლებისათვის. როგორც წესი ასეთ დროს ხდება დოკუმენტის დაბეჭდვა და დარიგება, მაგრამ ეს დამატებით პრობლემებს ქმნის, რადაგანაც შესაძლოა ზოგიერთი თანამშრომელი მივლინებაში იყოს ან არ იყოს ადგილზე. ამ პროცესის სისტემატიზირება სწორედ ვებ-გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი., ავტომატური დაგზავნის ფუნქციის მეშვეობით, ასევე მარტივია ცოდნა იმისა თუ ვინ წაიკითხა წერილი და ვინ არა.
 
პარტნიორებთან და თანამშრომლებთან დისტანციური კავშირის საშუალება
გვერდი იძლევა პარტნიორებთან და თანამშრომლებთან დისტანციური კავშირის საშუალებას, რომელსაც უზრუნველყოფს სპეციალური, პაროლით დაცული განყოფილებების შექმნა. ოფისიდან მოშორებით მყოფ ნებისმიერ თანამშრომელს, რომელსაც აქვს წვდომა ინტერნეტთან, შეუძლია მიიღოს როგორც საჯარო, ასევე კონფიდენციალური, ფართო წვდომისგან დაცული ინფორმაცია.
 
გეოგრაფიული ბაზრის გაფართოება
ვებ გვერდი იძლევა გაყიდვების გეოგრაფიული გაფართოების საშუალებას. ინტერნეტი იძლევა უდავო უპირატესობებს ბიზნესის საერთაშორისო ბაზარზე წარმართვაში. ამ შემთხვევაში უცხოელ პარტნიორებთან ოპერირება არ არის იმაზე რთული, ვიდრე იმავე ქალაქში მყოფ პარტნიორებთან.
 
ვებ გვერდი ქმნის კომპანიის იმიჯს
კომპანია უნდა იყოს წარმოდგენილი ინტერნეტ-ქსელში. კარგი გვერდი ამაღლებს კომპანიის იმიჯს და მის მიმართ ნდობას, კარგად შესრულებული საიტის ქონის შემთხვევაში უკვე აღარ გრცხვენია დადგე იმ კომპანიების გვერდით, ვინც დიდი ხანია გაიგო ამგვარი რეკლამის ფასი. თქვენი პარტნიორების უმეტესობას უკვე აქვს გვერდი და იგი ამაყად არის წარმოდგენილი სავიზიტო ბარათზე. სულ უფრო მეტი ფირმა ქმნის რამდენიმე საიტს ერთდროულად. ერთზე-ფართო ინფორმაცია, მეორეზე ინტერნეტ მაღაზია, მესამეზე ფორუმი. სავიზიტო ბარათი ვებ გვერდის მისამართით ბევრად მეტს ეუბნება თქვენს საიმედოობაზე პარტნიორს, ვიდრე საიმედოობაზე ნათქვამი ათასი სიტყვა.

Email: info@happy.ge
ტელ.: 37-32-21, 77-22-22